воскресенье, 14 апреля 2013 г.

ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები

1.  პროექტის სახელწოდება: ძვ. ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები.
2. პროექტის მთავარი იდეა:  პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სხვა და სხვა კუთხესიში მოგზაურობას, ინფორმაციის მოპოვებას მათთვის საინტერესო ისტორიული პერიოდის ქართული ხელოვნების ძეგლებზე და მათ თავისებურებებზე.
3. პროექტის აქტუალობა: ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების უმეტესი მათგანი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი. დღეს მეტად მნიშვნელოვანია მათი თავისებურებების ცოდნა, მათი ფუნქციების, ფორმების, ქართული ქრისტიანული სიმბოლიკების დაცვა და შენარჩუნება.

4 პროექტის მიზანი: მოსწავლემ ამოიცნოს და განასხვავოს ქართული საეკლესიო არქიტექტურის ძირითადი ტიპები, აგრეთვე გააცნობიეროს ქართულ სიწმინდეთა მნიშვნელობა ქართული კულტურისათვის. შეძლოს მასზე ინფორმაციის მოძიება, მცირე კვლევის ჩატარება და საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაცია.
5 მონაწილეთა ასაკი: 14-15წ. 15-16წ.
6 ვადები/ ხანგრძლივობა: ერთი თვის განმავლობაში.
7 მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: ვიდეო მასალების, ფოტო ალბომების, ჩანახატების, ისტორიული მასალების საშუალებით მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის მოპოვებას და მსჯელობას არსებული თემის ირგვლივ. გამოფენის და პრეზენტაციის მოწყობას.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ისტორიული ფაქტები,წყაროები საქართველოს ისტორიიდან, ვიდეო მასალები, ინტერნეტით მოპოვებული ინფორმაციები.
9 პროექტის მსვლელობა,(ძირითადი აქტივობები): ექსკურსიების მოწყობა, მუზეუმებისა და სხვა და სხვა კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრების დათვალიერება. აღნიშნული ტაძრების მოძიება, მათი დამახასიათებელი ნიშნების გააზრება და განსხვავების ამოცნობა.
10 საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
 საქ. ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა, ხელოვნება, გეოგრაფია.
11 პროექტის ხელმძღვანელი( მასწავლებელი) დალი ყიფიანი
12 ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: dalikipiani@gmail.com.
13. პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგი: dalikipiani.blogpost.com.